ელენე ხოშტარია ირაკლი კობახიძის განცხადებას აბსურდს უწოდებს

“დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს და ამბობს, რომ მისი განცხადებები აბსურდია.

“ეს არის ყურადღების გამახვილება არარელევანტურ საკითხზე. მიშას და ჩემს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ლაპარაკი შეთქმულებებზე და მცდელობა დაპირისპირების, ან აქცენტების გადატანა, არ გამოუვათ მათ. ერთადერთი რაზეც მოუწევთ ფიქრი, ეს არის პასუხისმგებლობა.

სამწუხაროდ, “ოცნების” სიტყვებს შინაარსი არ გააჩნია. ტყუილი უფრო არის მათ ნათქვამებში, ვიდრე რაიმე რეალური. ჩემთვის სასაცილოა, მაგრამ ეს ხომ საზოგადოებას ძაბავს?!”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.

პარტია “დროას” ლიდერი უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.

კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიცია ხოშტარიას მოწამვლას გეგმავს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი