პირველი იანვრიდან, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირდება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიმდინარე სხდომაზე მხარი დაუჭირა “ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში შესატან ცვლილებს, რომლის თანახმადაც, დედაქალაქისა და რეგიონების მოსახლეობისთვის, ელექტროენერგიის როგორც საყოფაცხოვრებო, ისე არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 3 თეთრით მცირდება.
სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ტარიფის შესამცირებლად, არსებობს როგორც სამართლებრივი, ისე – ეკონომიკური საფუძვლები.