“ენერგო პრო ჯორჯია”-ს ინფორმაციით, 11 იანვარს, სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, ენერგომომარაგების შეზღუდვის მიზეზი ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლის დასრულების შემდეგ ელექტროენერგია აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
შეზღუდვები ეხება შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
ფოთი. 11:00-დან 12:00 საათამდე – 904 აბონენტს ქ. ფოთში ჭავჭავაძის, გოგოლის, გია ღვინჯილიას, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00 დან 13:00 საათამდე – 1826 აბონენტს ფარნავაზ მეფის, აღმაშენებლის, დუმბაძის, სამეგრელოს მოედნის და მიმდებარე ქუჩებზე.
აბაშა. 12:00-დან 16:00 საათამდე – 964 აბონენტს სოფლებში სამიქაო, გეზათი, სეფიეთი, ონტოფო და მიმდებარე ტერიტორიაზე.
ჩხოროწყუ. 11:15-დან 17:30 საათამდე – 237 აბონენტს ლესიჭინეში, ფოცხოში.
წალენჯიხა. 11:00-დან 17:00 საათამდე – 1231 აბონენტს ქ. წალენჯიხაში ლევან II დადიანის, 26 მაისი ქუჩებზე, ასევე სოფლებში ობუჯი, ზღვაია, ლია, ნაკიფუ და მიმდებარე სოფლებში, ზუგდიდის სოფლებში სოფელ კორცხელი და ნაცატუში. 11:00-დან 17:00 საათამდე – 508 აბონენტს სოფლებში ფახულანი, ლია.
სენაკი. 11:00-დან 18:30 საათამდე – 452 აბონენტს სოფლებში ეკი, მენჯი, ხორში, თეკლათი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:30 საათამდე – 296 აბონენტს სოფლებში უშაფათი, ფოცხო.
მარტვილი. 11:45-დან 18:00 საათამდე – 66 აბონენტს სოფელ ხუნწში. 11:45-დან 17:00 საათამდე – 615 აბონენტს მარტვილში თამარ მეფის, თელი წოწორიას, კოსტავას, თბილისის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე საელიაოში, ქვაითში. 12:00-დან 14:00 საათამდე – 139 აბონენტს სოფლებში ნაგებერაო, ნაჯახაო, ონოღია.