ელისო კილაძე დააკავეს

ჟურნალისტი ელისო კილაძეს დააკავეს, მასთან ერთად ქოლცენტრების საქმეზე ბრალი ოთარ ფარცხალაძესა და ძმებ მიქაძეებსაც წარუდგინეს.

“ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს – დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე.

ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს – გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას”, – ნათქვამია პროკურატურის მოერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ძმები მიქაძეები ჯანგველაძის მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი