აიპ “ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების” უფროსი ელისო კვიკვინია უარყოფს ჟურნალისტ მზეკო ჟვანიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მა მაღების გამგეებს თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და მისთვის მიტანა დაავალა.
“სრული სიცრუეა, ყველა ადამიანს, მათ შორის ჩეი აიპის თანამშრომლებს აქვთ უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი ნებისმიერი კანდიდატის სასარგებლოდ. არ ვიცი ამ გოგოს რა დავუშავე, ეს არის სრული სიცრუე, მსგავსი რამ არ მომხდარა და არც მოხდება, არ ვიცი რატომ გაავრცელა ჟვანიამ მსგავსი ინფორმაცია”, – განუცხადა “Newsportal.ge”-ს კვიკვინიამ.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტ მზეკო ჟვანიას ინფორმაციით, კვიკვინიამ ბაღების გამგეებს თანამშრომლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევა და მისთვის მიტანა დაავალა, რაც მისივე ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება.