ცნობილი იტალიელი ოსკაროსანი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სააგენტო Ansa-ის ინფორმაციით, კომპოზიტორი რომის საავადმყოფოში, ღამით გარდაიცვალა. მან რამდენიმე დღის წინ დაცემისგან ტრავმა მიიღო.
ენიო მორიკონეს ფილმებისა და ტელევიზიისთვის 400-ზე მეტი მუსიკა აქვს შექმნილი. გარდა ამისა, ის 100 კლასიკური ნამუშევრის ავტორია.