სენაკის სამშობიარო სახლის ექიმებმა და რამდენიმე ორსულმა ქალმა დროებით დახურული დაწესებულების რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები დღეს რაიონის გამგებელსაც შეხვდნენ და სამშობიარო სახლში გათბობის და კონდიცირების სისტემის შეყვანა სთხოვეს.
გამგებლის ინფორმაციით, გათბობის სისტემის გარდა დაწესებულებაში სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემებიცაა, ასევე არის დიდი ფინანსური დავალიანებაც, გოჩა დგებუაძის განცხადებით, გამგეობა მისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა სამშობიარო სახლმა ფუნქციონირება საბოლოოდ არ შეწყვიტოს.