ექს-პრეზიდენტი ზუგდიდის ექს-მერზე: “ეს ნაგავი თავისით არ გადამდგარა”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მერის ლაშა გოგიას გადადგომის ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და ამტკიცებს, რომ “გოგია თავისით არ გადამდგარა”

“ეს ნაგავი თავისით არ გადამდგარა. მხოლოდ მას შემდეგ დაწერა განცხადება, რაც სუსმა შეატყობინა, რომ ოპოზიციას ხელში ჩაუვარდა მის მიერ ქრთამის აღების ჩანაწერი. ასე ყიდის ივანიშვილის თითოეული მონა ყოველდღიურად ხალხის ინტერესებს. მინდა, მოვუწოდო გამოძალვის ყველა მსხვერპლს, ასევე მოგვაწოდონ ჩანაწერები, რათა თითოეულს კანონის მთელი ძალით ვაგებინოთ პასუხი“, – წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ზუგდიდის მერმა ლასა გოგიამ თანამდებობა დატოვა, დღეს კი ასევე გადადგა ვიცე მერი გია გულორდავა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი