სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7703 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7791 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.008 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8071 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8208 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.01 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1545 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3565 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 29 ივლისიდან შევა ძალაში.