საქართველოს ეროვნული გმირის, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამა, გივი ტატუნაშვილი გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ კი, 2008 წლის ომში მონაწილეობის გამო, წამებით მოკლეს.
ქართული მხარე და ოჯახი ტატუნაშვილის ცხედარს 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ექსპერტიზის მიხედვით, დაბრუნებულ ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.
ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან – მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს.