ნახეთ, რამდენ ლარად შეიძენთ 1 აშშ დოლარს და ევროს 2 აპრილს

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6897 ლარი გახდა. კურსი, რომელიც 1-ელ აპრილს მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა 1-ელ აპრილს მოქმედი კურსი 2.9063 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0065 ლარი შეადგინა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი