ეროვნული ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8745 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8830 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.85 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8788 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9156 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.68 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1653 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.4037 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 13 ივლისიდან შევა ძალაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი