ეროვნული ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.8559 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8643 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0084 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8613 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8815 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0202 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1633 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.3808 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ივლისიდან შევა ძალაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი