29 ივლისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7652 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7703 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.51 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8299 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8071 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.28 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1544 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.3650 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 30 ივლისიდან შევა ძალაში.