1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3189 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.3189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4019 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.083 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6607 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7360 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0753 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.