ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება.
საგამოცდო ცენტრებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს. 09:00 საათზე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა დაიწყო.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი.
2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.
ფოტოებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.