ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა

ევროკომისიამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

“კომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით რომ ყველა შესაბამისი ნაბიჯი იქნება გადადგმული, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის რეკომენდაციების თანახმად, საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განვითარება და გაუმჯობესება.

“საქართველომ უნდა გააგრძელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის განვითარება და გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოს ყველა საკვანძო მიმართულებით ეფექტური ზომების მიღება. ეფექტურმა იმპლემენტაციამ უნდა მიგვიყვანოს ხელშესახები გამოცდილების დაგროვებამდე.

სწრაფად უნდა შეიქმნას კოორდინაციისა და მონიტორინგის ინკლუზიური და საიმედო მექანიზმი, რომელიც შესაძლოს გახდის სამოქმედო გეგმის დროულ გადახედვასა და მის შევსება, საჭიროების შემთხვევაში,” – ნათქვამია ანგარიშში.

რეკომენდაციები ასევე შეეხო კორუფციის წინააღმდეგ მუშაობის პროცესს.

“საქართველომ უნდა გააძლიეროს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა, თავი მოუყაროს ყველა საკვანძო ანტიკორუფციულ ფუნქციებს, რათა მკაცრად განიხილოს მაღალი დონის კორუფციული შემთხვევები. ახალი სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახური აღჭურვოს მათი მანდატის შესაბამისი რესურსებით და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა.

პარლამენტმა მიიღო კანონმდებლობა, რომელიც აძლიერებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილებას და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების სოციალური დაცვის შეღავათებს. 2022 წლის ODIHR-ის რეკომენდაციები სამსახურის უფროსის დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უნდა იქნას განხილული.

საქართველომ ასევე უნდა გადახედოს კანონმდებლობას ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესახებ, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად,”- ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი