ევროკავშირის ელჩი: “დღეის მდგომარეობით საქართველო ევროკავშირის წევრობისთვის მზად არაა”

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის შეფასებით, “დღეის მდგომარეობით საქართველო მზად არ არის ევროკავშირის წევრობისთვის

როგორც ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა. “მომავალში მოვლენები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ევროკავშირი მომდევნო წლებში”.

“რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირის წევრობას, თუ მეკითხებით არის თუ არა დღეის მდგომარეობით საქართველო მზად ამისთვის, პასუხი იქნება – არა, არ არის მზად. მოგეხსენებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულება იძლევა ჩარჩოს, რათა საქართველო დაუახლოვდეს თავის მისწრაფებებს. ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ზუსტად ამაზეა მიმართული, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროკავშირს რეფორმების გატარებისა და სამუშაოს განხორციელების გზით. მოგეხსენებათ, დღეს ბრიუსელში სხვადასხვა მოსაზრებებია ევროკავშირის გაფართოებაზე. თუმცა, ერთ რამეში ერთსულოვნებაა – ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველა ინსტრუმენტი, რათა საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდეს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი