ევროკომისიამ საქართველოსთვის წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა 2023 წლამდე გადადო

ევროკომისიის წარმომადგენელის, მიხეილ რუპის განცხადებით, ქართულ პოლიტიკურ ელიტას რეფორმების გასატარებლად მეტი დრო უნდა მიეცეს, ამიტომ ევროკავშირი მათ არ დააჩქარებს.

“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა და ევროკავშირის მიერ დასახული პრიორიტეტების შესრულებისთანავე საქართველოს კანდიდატის სტატუსიც მიენიჭება.

ფრთხილი განხილვების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ არ უნდა დავაჩქაროთ ქართული პოლიტიკური ელიტა ქვეყნის დეპოლიტიზირებისას საერთო მაგიდასთან დაჯდომისას, რათა სიღრმისეულად იმუშაონ რეფორმებზე. როგორც ევროპულმა საბჭომ გვთხოვა, ჩვენ მოვამზადებთ ანგარიშს, თუ როგორ არის შესრულებული გაფართოების პაკეტში გაწერილი პრიორიტიტები 2023 წლისთვის. ეს მისცემს საქართველოს პოლიტიკურ სისტემას საკმარის დროს, სიღრმისეულად იმუშაოს აღნიშნულ პრიორიტეტებზე“, – განაცხადა მიხაილ რუპმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი