ევროპარლამენტარებმა, დევიდ მაკალისტერმა, სვენ მიქსერმა და მარინა კალიურანდმა საქართველოში “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის თავიდან ინიცირების საკითხზე, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
“კანონი, რომელიც გუშინ პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებს ეწინააღმდეგება და ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას საფრთხეს უქმნის. ჩვენ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს მოვუწოდებთ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს არ უღალატონ და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პარტნიორებთან ითანამშრომლონ”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.