ევროპარლამენტის წევრი – ყოფილი რუსი ელჩი არ იქნება შესაფერისი კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტად

ევროპარლამენტის რუმინელმა წევრმა ვიქტორ ბოშტინარუმ ევროპარლამენტის პლენარული სესიის დროს განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ელჩი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველო და მოლდოვა მნიშვნელოვანი ქვეყნებია ევროკავშირისთვის. ამ ორმა ქვეყანამ, განსაკუთრებით საქართველომ წარმოუდგენელ პროგრესს მიაღწია. საქართველოს მიერ მიღწეული სტაბილურობისა და დემოკრატიის დონე საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიხილეთ. ყოფილი რუსი ელჩი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არ იქნება შესაფერისი საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ვიქტორ ბოშტინარუმ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი