ევროპელ ლიდერებს ვუთხარი, რომ თუ ქვეყანა სტატუს არ მიიღებს, ეს იქნება ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა – პრემიერი

ესპანეთში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გრძელდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

“მქონდა ორმხრივი მნიშვნელოვანი შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან. მე, მათ მივაწოდე ინფორმაცია მიღწეულ პროგრესზე და ყველა ევროპელი ლიდერისგან მივიღე დასტური იმის თაობაზე, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ასევე, ვუთხარი, რომ თუ ქვეყანა სტატუს არ მიიღებს, ეს იქნება აბსოლუტურად გაუგებარი. ეს იქნება შეურაცხყოფა ჩვენი ხალხის, ეს იქნება დაუმსახურებელი, მორიგი მცდელობა იმისა, რომ ქვეყანა დაჩაგრონ ან უსამართლოდ მოექცნენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი