საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აგრონომებისთვის, სპეციალისტებისთვის და ფერემრებისთვის წალენჯიხაში მეთხილეთა ასოციაციის ოფისში, სწვალება გაიმართა აზიური ფაროსანას მონიტორინგის და მავნებლის ბიოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით. სწავლება წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ ჩაატარეს.
შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი, კომპანია „აგრიჯორჯიას“ წარმომადგენლები და ასოციაციის წევრები ესწრებოდნენ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნაბელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები,რაც მავნებელტთან ბრძოლის მეთოდების დანერგვას და გამოყენებას უზრუნველყოფს.
აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პრაქტიკული სამუშაოებიც. აგროკონსულტანტები მონიტორინგის სისტემებს 200 წერტილში განათავსებენ.