ფერადი ზებრა-გადასასვლელები ზუგდიდსა და ფოთშიც გამოჩნდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ზუგდიდსა და ფოთში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის კვირეულის ფარგლებში ოთხი ზებრა გადასასვლელი მოიხატა.

ზუგდიდში გამსახურდიასა და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე გადასასვლელები მოხატეს წარწერებით „შენი უსაფრთხოებისთვის ვიცავ“, შენი გულისთვის ვიცავ“.

უწყების ინფორმაციით, გადასასვლელების მოხატვა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის ფარგლებში ხდება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე 2 წელია, ახორციელებს.

კამპანიის მიზანი მოსახლეობაში საგზაო მოძრაობის წესების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საგზაო შემთხვევების პრევენციაა.

საქართველოს მასშტაბით სულ 20მდე ზებრა-გადასასვლელი მოიხატა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი