ფიზიკური დაპირისპირება მარტვილის საოლქო კომისიაში – საქმეს მარტვილის პოლიცია იძიებს

N65-ე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში კომისიიs წევრები ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი დაუპირისპირდნენ.

როგორც “Newsportal.ge”-ს კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ბართაიამ განუმარტა, სიტუაცია მაშინ გამწვავდა, რაც კომისია აბაშასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავდა და უწყებაში კომისიის ერთ-ერთი მუდმივმოქმედი წევრი ოლგა ჩურკანოვა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მარტვილი-აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის ზაალ გოროზიას მეუღლეა, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა.

ვიხილავდით აბაშის უბნების და სიების საკითხებს. ელგა ცანავა შემოვიდა და დადო მაგიდაზე თავისი სამუშაო სია, ორ წუთში შემოვიდა ოლგა ჩურკანოვა, ნახა ეს სია და იფიქრა, რომ პარტიიდან გამოგზავნილი სია იყო, მოსთხოვა მომეციო, რაზეც ცანავამ წინააღმდეგობა გაუწვია, ჩურკანოვამ გამოგლიჯა ეს სია, შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა… უკვე დაგვკითხეს პოლიციში”, – აცხადებს ბართაია.

მისივე თქმით, ცესკო ინციდენტის შიდა მოკვლევას დაიწყებს, რის შემდეგაც უკვე მასში მონაწილე პირების მიმართ შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი