ფოთის მერის მოადგილე გადადგა

ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირაკლი თოფურია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა.

ფოთის მერიის ინფორმაციით, მერის მოადგილემ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

“ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო. ძალიან დაგვაკლდება ყველას, როგორც კარგი პროფესიონალი. მან ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი გააკეთა ქალაქისთვის, რათა ის პრობლემური დარგები, რომლებიც მას ებარა, წინ წაეწია“, – აცხადებენ მერიაში.

ირაკლი თოფური ფოთის მერის მოადგილედ გასული წლის 13 ნოემბერს დაინიშნა და ამ დრომდე იფრასტრუქტურა-მშენებლობის დარგს კურირებდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი