ფოთის პორტში ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ნატო-ს ხომალდები შემოვიდნენ.  ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთს – SNMG2 სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ უმასპინძლა.

შენაერთის შემადგენლობაში შედის: საფლაგმანო ხომალდი „HNLMS Evertsen“ (ნიდერლანდების სამეფო), „TCG Yildirim“ (თურქეთის რესპუბლიკა), “BGS DRAZKI” (ბულგარეთი) და ”ROS Regele Ferdinand” (რუმინეთი). ნატო-ს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთს კომოდორი ბაუდევაინ ბუთსი ხელმძღვანელობს.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები და საქართველოს სანაპირო დაცვის ორი ხომალდი – „დიოსკურია“ და „ოჩამჩირე“ ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ. წვრთნების მიზანია საქართველოს და ნატო-ს საზღვაო ძალების ურთიერთქმედებისა და ურთიერთთავსებადობის ამაღლება.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 4 აპრილს დატოვებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი