ნოდარ ჯავახიშვილი: “ფოთს წლის ბოლომდე 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება”

ფოთში წყალმომარაგების პროექტის გახსნის ცერემონიალს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ნაბადას ტერიტორიაზე აშენდა სატუმბი სადგური, საოპერატორო და საქლორატორო შენობები, წყალმომარაგების ქსელი და წყლის საფილტრი სადგური. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 ჭაბურღილს.

ნოდარ ჯავახიშვილის განცახდებით, დასრულებული სამუშაოების შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა 18-22 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ზაფხულის პერიოდში ეს მონაცემები 14-18 საათამდე დაიწევს. “თუმცა ფოთს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება და ეს იქნება მაქსიმუმ წლის ბოლომდე, ჩვენ ვიწყებთ 7 ჭაბურღილის რეაბილიტაციას” – აღნიშნა მინისტრმა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის აზიის განვითარების ბანკმა 24 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო. პროექტის ფარგლებში 180 ადამიანი დასაქმდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი