ფოთში, ნაბადის უბანში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. საქონლის ხორცის დამუშავება და რეალიზაცია კერძო სახლში მოხდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორაციით, პაციენტებმა სამედიცინო დაწესებლებას დროულად მიმართეს.
“სამივე პაციენტმა დროულად მიმართა სამედიცინო დაწესებულებას. დროულად განხორციელდა მათი დახმარება, მყისიერად მოხდა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებაც. ინფიცირებულებიდან ერთი ბინაზე, ორი კი სტაციონარში აგრძელებს მკურნალობას და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.”- განაცხადა ეპიდემიოლოგმა, ზიზი გაგუამ “აიპრესთან” საუბარში.