ფოთში ხელყუმბარის აფეთქებას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფოთში, ნაბადის უბანში ხელყუმბარის აფეთქებას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ქუთაისის და ზუგდიდის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 236-ე და 124-ე მუხლებით დაიწყო, რაც პირველ შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, მეორე შემთხვევაში კი გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი