გაერო-მ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და კრემლს მოუწოდა, შეწყვიტოს ძალის გამოყენება და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 5: რუსეთი, ბელორუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ერითრია, 35 -მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის არიან, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ყაზახეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი და კუბა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი