გალის რაიონში მანდარინის პლანტაცია იწვის

მასშტაბური ხანძარია ოკუპირებულ აფხაზეთში. ცეცხლი გალის რაიონში, სოფელ მახუნჯიასთან ახლოს მდებარე მანდარინის პლანტაციას უკიდია. არის ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გავრცელების საშიშროება.

არ არის გამორიცხული საჭირო გახდეს მოსახლეობის ევაკუაციაც. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გათიშულია ელექტროენერგია. ხანძრის ჩაქრობას ძლიერი ქარი და ადამიანური რესურსის ნაკლებობა აფერხებს.

ადგილობრივი და რუსული მედია წერს, რომ ადგილზე მეხანძრე-მაშველთა დეფიციტია. ამეტაპისთვის არსებულიინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა, ამაზე დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი