გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, უცვლელი რჩება გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე. ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა, რაზეც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეთანხმება ვერც დღეს მოხერხდა.
ამის შესახებ ენგურის ხიდთან, სუსი-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებს ესაუბრა და მათ შეხვედრაზე სხვა განხილული თემებზეც მიაწოდა ინფორმაცია.
” შეხვედრის ერთ-ერთი მთვარი საკითხი წინა შეხვედრების მსგავსად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე იყო. მათი პოზიცია უცვლელია. ამ დრომდე არ არის მიღწეული შეთანხმება დე ფაქტო ხელისუფლებასთან, რაშიდ კანჯი-ოღლის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემაზე”,- განაცხადა ქემოკლიძემ.
კახაბერ ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ასევე გაიხილეს სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის ბოლო პერიოდში მოქალაქეთა გათავისუფლების ფაქტები, რომელიც მისი თქმით, შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა.