გალის სოფლიდან ზუგდიდში მოთავსებულ 3-პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან ზუგდიდის საავადმყოფოში მოთავსებულ 3-პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, მათ შორის – 2 მცირეწლოვანი ბავშვია და 60 წლის მამაკაცი.

ანალიზების პასუხი ინფექციურმა საავადმყოფომ “ლუგარის ლაბორატორიიდან” მიიღო.

“ზუგდიდიდან სამი პაციენტის ანალიზი იყო გაგზავნილი ქუთაისში „ლუგარის ლაბორატორიაში“ და სამივე უარყოფითია”, – აცხადებენ საავადმყოფოში.

მათივე ცნობით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი შესაძლოა, ხვალ გაწერონ.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან 60 წლის კაცი 31 მარტს, გვიან ღამით, მოათავსეს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. მას ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები ჰქონდა. ამავე დღეს შეიყვანეს მცირეწლოვანი ბავშვებიც. მათაც ანალოგიური სიმპტომები ჰქონდათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი