გალში შერეული შეხვედრა მიმდინარეობს

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ქართულმა მხარემ ენგურის ხიდის გავლით ე.წ. საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა.

სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მთავარი თემა კვლავ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული კანჯი ოღლის ქართული მხარისთვის გადმოცემა იქნება. მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხება, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების გათავისუფლებასა და დე ფაქტო აფხაზეთის სკოლებში ქართული ენის აკრძალვას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი