მკვლელობა მოხდა გალის რაიონის სოფელ სიდაში. წურწუმიების ოჯახში თავდამსხმელები შეიჭრნენ, რომელთაც ცოლ-ქმარი მოკლეს.
ადგილზე ამ წუთებში ე.წ. “მილიცია” მუშაობს.
ინციდენტის დეტალები და მკვლელობისმოტივი ამ დროისთვის უცნობია. თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის უფროსს რამდენიმე დღის გალში უთანხმოება მოუვიდა და ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი სწორედ ამ უთანხმოებას უკავშირდებოდეს.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “Newsportal.ge” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ ინფორმაციას გადაამოწმებენ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.