საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილმა საკადრო ცვლილებები განახორციელა, ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობებს განათლების მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია და ლია გიგაური ტოვებენ, ასევე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.
„განთლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნიარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება. სწორედ ამის გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება და თანამდებობას ტოვებენ მინისტრის მოადგილეები: თემურ მურღულია და ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მინინოშვილი.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება და შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი მოადგილე, თუმცა, მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ასევე ვიხილავთ დანარჩენ ცვლილებებს. უახლოეს მომავალში ასევე მოგაწვდით ინფორმაციას სისტემაში ახალ კადრებთან დაკავშირებით, დანიშვნები მოხდება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ბატიაშვილმა.