განმუხურის საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ კიდევ ერთ პირს ახალი კორონა ვირუსი დაუდასტურდა

განმუხურის საკარანტინე სივრცეში მოთავსებულ კიდევ ერთ პირს ახალი კორონა ვირუსი დაუდასტურდა – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებაში ადასტურებენ.

ცენტრის მიერ „პისიარ“ კვლევა ჩაუტარდა 68 პირს, აქედან ერთის პასუხი დადებითია. აღნიშნული პიროვნება შუახნის ქალია, რომელიც 22 აპრილს სტამბოლიდან დაბრუნდა და საკარანტინე სივრციდან პირდაპირ საზღვრიდან გადმოიყვანეს.

პაციენტი ამ დროისთვის გადაყვანილია რუხის კლინიკაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ცნობისთვის, ორ დაინფიცირებულ მცირეწლოვანს, რომლები დედასთან ერთად ანაკლის-განმუხურის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდნენ, კორონავირუსი წუხელ დაუდასტურდათ. პაციენტები თბილისში ბოჭორივილის კლინიკაში გააგრძელებენ მკურნალობას.

კომენტარები

დატოვე კომენტარი