განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

პოლიციელებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული ლ.მ დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „მეფედრონი“, „მდმა“, „მეტამფეტამინი“, „პსილოცინის“ შემცველი სოკო, „გამომშრალი მარიხუანა“ და „პრეგაბალინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტროსასწორი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, ასევე 261-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი