რამდენიმე თვის წინ გარდაცვლილი 19 წლის ახალგაზრდის შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები პოლიციამ დააკავა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა დღეს, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ეზოში მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ცირგაიას მკურნალი ექიმის კიდევ ერთხელ დასჯა მოითხოვეს.
აქციის დასრულების შემდეგ, ოჯახის წევრებმა პოლიციის სამმართველოსთან გადაინაცვლეს, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მათ სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. აქციის მონაწილეებმა პოლიციას წინააღდეგობა გაუწიეს, რა დროსაც სამართალდამცველებმა გარდაცვლილის დედა ირინა წურწუმია, დეიდა, და და ოჯახის მეზობელი ახალგაზრდა კაცი დააკავეს.
სავარაუდოდ ოთხივე მათგანს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან.
შოთიკო ცირგაია ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გასული წლის ნოემბერში გართულებული პნევმონიის დიაგნოზით მიიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, თბილისში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში გარდაიცვალა.