საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ლევან დავითაშვილი მისმა მოადგილე ოთარ შამუგიამ შეცვალა. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილს 2016 წლის 9 სექტემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრამდე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2017 წლის 15 დეკემბრიდან დღემდე იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. ამავდროულად, ლევან დავითაშვილს უკავია ვიცე-პრემიერის თანამდებობა, რაც, როგორც პრემიერმა აღნიშნა, შეუნარჩუნდება.