„იმედის“ ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.
ტელეკომპანიის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს 24 იანვარს გამართულ სხდომაზე მიიღეს, რომელიც პირველ თებერვალს გასაჯაროვდება.
როგორც „იმედი“ იუწყება, პირველ თებერვალს „ქართული ოცნების“ პარტიული ყრილობის გამართვა იგეგმება.