იტალიის პოლიციამ ქალაქ რომში საქართველოს მოქალაქე დააკავა.
დაკავებულს ბრალი ედება ბინათმესაკუთრეთა საერთო საპირფარეშოში ბელარუსელი ტურისტის გაუპატიურებაში.
“მამაკაცი ქუჩაში ქალის მიმართ აშკარად გამომწვევად იქცეოდა. როგორც კი ქალი თავის საცხოვრებელ სახლში მივიდა, ამხანაგობის საპირფარეშოსკენ გაემართა, სადაც მას მოულოდნელად შეუვარდა 32 წლის მამაკაცი. შეშინებული ახალგაზრდა ქალი თავდამსხმელის მხრიდან სიტყვიერ მუქარას განიცდიდა, რის შემდეგაც ის სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.
გამომძიებლებმა, დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციისა საფუძველზე კამერები გადაამოწმეს. პოლიციამ მოახერხა დამნაშავის იდენტიფიცირება და ის დააკავეს”, – წერს იტალიური მედია.