ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ახლობლებს დღეს გადასცემენ. ამის შესახებ მან პირველ არხს განუცხადა.
დაურ კოვეს თქმით, გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება სუიციდის შემთხვევა იყო.
„უკანონოდ კვეთდა საზღვარს და ამიტომ გააჩერეს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა. ის მიიყვანეს სასაზღვრო სამსახურში, სადაც ახსნა-განმარტებას წერდა. მან სრულიად გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა. ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს“, – განაცხადა დაურ კოვემ.
ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა.