კომოანია “გაზკო +”-ში სენაკის აბონენტებისთვის გაზის ტარიფის გაძვირების მიზეზები განმარტეს. კომპანიის დისტრიბუციის სამსახურის უფროსი დიმიტრი პაჭკორია განმარტავს, რომ გადაწყვეტილება მომწოდებელი კომპანიის მიერ 2016 წლის დეკემბრის თვეში შეთავაზებული გაზრდილი ტარიფის საფუძველზე მიიღეს, მიზეზებს შორის პაჭკორია ლარის კურსიც ცვლილებასაც ასახელებს, თუმცა მიმწოდებელი კომოანიის ვინაობას არ ასაჯაროებს.
“მოსახლეობა იყო ინფორმირებული ამის შესახებ, გაძვირება კომპანიის ვალდებულებებმა გამოიწვია, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს და წესით, ტარიფებმა უნდა დაიწიოს. რაც ეხება დერეგულირების გაუქმების საკითხს, ვფიქრობ, სემეკი, მთავრობა და კომოანიები ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომ მოსახლეობას არ დააწვეს ზედმეტი გადასახადი”, – განაცხადა პაჭკორიამ.