გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ქსელის

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 17 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 11:00დან 18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 5060 აბონენტს ქ.ზუგდიდში დ.აღმაშენებლის, ბენდელიანის, სოხუმის, ქირიას, რ.თაბუკაშვილის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში რუხი, კორცხელი, ბაში, ანაკლია, განმუხური და მიმდებარე სოფლებში, ნაწულუკუში 1 აბონენტს. 17:00დან 18:30 საათამდე 2000 აბონენტს სოფლებში კახათი, ორსანტია, ინგირი, ჭითაწყარი და მიმდებარე სოფლებში, ქ.ზუგდიდში კრილოვის, ერისთავის, გრიბოედოვის, ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა. 12:00დან 15:00საათამდე 8753 აბონენტს ქ.აბაშაში თავისუფლების, აკაკის ქუჩებზე, ნოღოხაში, სოფლებში სუჯუნა, მარანი, ძველი აბაშა, კეთილარი, ონტოფო და მიმდებარე სოფლებში.

ფოთი. 15:30დან 18:30 საათამდე 783 აბონენტს ქ.ფოთში თავდადებულის, დუმბაძის, პუშკინის, გორგასლის, ბერდიანსკის და მიმდებარე ქუჩებზე.

ჩხოროწყუ. 14:55დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 2235 აბონენტს სოფლებში თაია, ზუმი, მუხური, ლესიჭინე და მიმდებარე სოფლებში.

სენაკი. 15:10დან 18:30საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 996 აბონენტს სოფლებში ლეძაძამე, თეკლათი, მენჯი და მიმდებარე სოფლებში, ქ.სენაკში ცერცვაძის ქუჩაზე. ხობი. 16:30დან 18:30საათამდე 368 აბონენტს სოფლებში ქარიატა, ყულევი, შუა ხორგა.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი