გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 31 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 10:35დან 18:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 3579 აბონენტს ქ.ზუგდიდში კრილოვის, ერისთავის, დ.აღმაშენებლის, მაიაკოვსკის, ბარნოვის და მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში კახათი, ორსანტია, ცაიში, ინგირი, ჭითაწყარი და მიმდებარე სოფლებში.

წალენჯიხა. 10:00დან 18:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1635 აბონენტს სოფლებში ჩქვალერი, ჯვარი, ნაკიფუ, ობუჯი და მიმდებარე სოფლებში, ქ.წალენჯიხაში ოჭანეს უბანი, ლევან II დადიანის, 26 მაისის ქუჩების ნაწილში, ზუგდიდის რაიონის სოფელი კორცხელი, ნაცატუ, ჩხოროწყუს რაიონის სოფელი ხაბუმე.

აბაშა.11:00დან 17:00საათამდე 574 აბონენტს სოფლებში სუჯუნა, ეწერი, ზანათი.

სენაკი.12:00დან 15:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 1577 აბონენტს ქ.სენაკში რუსთაველის, ჭავჭავაძის, ელივას, ბაზრის ტერიტორია, შამათავას და მიმდებარე ქუჩებზე, სოფელი ნოსირის ნაწილში.

ფოთი. 11:00დან 17:00 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით 544 აბონენტს ათონელის, სამეგრელოს, ელადას , ზ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩების ნაწილს.

სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი