გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:

ზუგდიდი. 11:30დან 14:30 საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით აბონენტებს ქ.ზუგდიდში მარჯვენა სანაპიროს, გოგებაშვილის, ბესიკის, ქუჯის, ლევან II დადიანის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებს, სოფლებს აბასთუმანი, ურთა, ხეცერა და მიმდებარე სოფლებს. 13:30დან 15:30 საათამდე ქ.ზუგდიდში აღმაშენებლის, ქირიას, იაგო ზარქუას, რ.თაბუკაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, სოფელ ახალსოფელს. 14:00დან 18:30 საათამდე ქ.ზუგდიდში ქუთაისის, კუიბიშევის, ლესელიძის, ფაზისის, გოგოლის და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 11:30დან 15:30საათამდე აბონენტებს ქ.ფოთში სამეგრელოს ქუჩის ნაწილს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი