გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება 2 ივნისს შეეზღუდება:
ზუგდიდი – 11:00დან 14:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს ნარაზენი, ხეცერა, ანაკლია, განმუხური და მიმდებარე სოფლებს.
სენაკი – 09:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფელ ხორში. 11:00დან 17:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს ნოქალაქევი, ძველი სენაკი, ახალსოფელი, ზანა, ქ.სენაკში აბონენტებს ნუცუბიძის ქუჩაზე.
ჩხოროწყუ – 11:00დან 17:00საათამდე მონაკვეთში მონაცვლეობით სოფლებს ლესიჭინე, ქვედა ჩხოროწყუ, ფოცხო და მიმდებარე სოფლებს.
წალენჯიხა – 11:00დან 18:00საათამდე სოფლებს ჭალე, ლია, მუჟავა, ფახულანი, ჯვარის ნაწილს და მიმდებარე სოფლებს, ქ.წალენჯიხაში კალანდიას ქუჩას, ოჭანეს უბანს.
მარტვილი – 12:00დან 15:00საათამდე სოფლებს დიდიჭყონი, თამაკონი, ნამიკოლაო და მიმდებარე სოფლებს.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.