გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:
ზუგდიდი – 05:00დან 10:00საათამდე აბონენტებს ქ.ზუგდიდში და სოფლებს ინგირი, ანაკლია, კორცხელი, კახათი, ცაიში, რუხი, აბასთუმანი, კოკი, ჩხორია და მიმდებარე სოფლებში. 11:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში გრიგოლიში, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს.
ჩხოროწყუ – 05:00დან 10:00საათამდე სოფლებს ზუმი, ხაბუმე, ლესიჭინე, ნაფიჩხოვო.
სენაკი – 05:00დან 10:00საათამდე სოფლებს ზანა, ფოცხო, უშაფათი, ლეძაძამე.
ხობი – 05:00დან 10:00საათამდე სოფლებს ხეთა, თორსა, საჯიჯაო, ახალი ხიბულა, ხამისქური.
სამუშაოების დასრულებისთანვე აბონენტთა ენერგომომარგება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.